ვოდიანოვა და მილიონერი ანტუან არნო აღარ იმალებიან

ვოდიანოვა და მილიონერი ანტუან არნო აღარ იმალებიან

ნატალია ვოდიანოვა და მისი ახალი შეყვარებული, მილიონერი ანტუან არნო უკვე აღარ იმალებიან და ყველას დასანახად ამჟღავნებენ გრძნობებს. პაპარაცებიც სიხარულით გონს აღარ არიან და მოალერსე წყვილს ხან სად უღებენ ფოტოებს და ხან სად.

ცოტა ხნის წინ ნატალია და მისი ფრანგი შეყვარებული საფრანგეთს ეწვივნენ - პარიზის მოდის კვირეულზე. სუპერმოდელი სტელა მაკარტნისა და "ჟივანშის" კოლექციებს წარმოადგენდა. ნატალია ორივე მარკის სახეა და სწორედ ამიტომ იგი ხსნიდა ჩვენებებს, არნო კი სულ გვერდით იყო. იქიდან კი წყვილი სტადიონზე წავიდა და ყოველი გოლის შემდეგ ნატალია კოცნით აჯილდოებდა შეყვარებულს.

შეგახსენებთ, 34 წლის ანტუან არნო მილიარდერ ბერნარ არნოს ვაჟია, რომლის ქონება "ფორბსმა" 21,5 მლრდ დოლარად შეაფასა. ფრანგული პრესის ცნობით, წყვილი უკვე ოთხი წელია ერთმანეთს ხვდება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება