აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ პოლიტიკურ კარიერას აღარ განაგრძობს. როგორც პოლიტიკოსმა გამოცემა Associated Press-თან ინტერვიუში აღნიშნა, მან სახელმწიფო სამსახურში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და სურს ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
კლინტონი, რომელსაც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას გამარჯვების იმედი აქვს, მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო. მისი თქმით, "არაბული გაზაფულის" შემდეგ, ეს სახელმწიფოები დიქტატურასა და დემოკრატიას შორის მოექცნენ. "მომვალში აშშ-ს დიდი მოთმინების გამოჩენა მოუწევს, რათა სირიის და იემენის მოქალაქეებს დიქტატორული რეჟიმების დამხობაში დაეხმაროს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
63 წლის ჰილარი კლინტონი აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მეუღლეა. ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე 2009 წელს დაინიშნა. მანამდე კი ნიუ-იორკის სენატორი იყო.
მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით.