დევიდ კემერონი სამეფო ტახტის შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს

დევიდ კემერონი სამეფო ტახტის შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემირ-მინისტრი, დევიდ კემერონი მონარქიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. პრემიერმა ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის ქვეყნებს უკვე წარუდგინა სამეფო ტახტის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ახალი წინადადებები.

ცვლილებების თანახმად, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ტახტი მემკვიდრეობით მონარქის უფროს შვილს უნდა გადაეცეს. დღევანდელი მდგომარეობით კი უპირატესობა ვაჟებს ენიჭებათ. გარდა ამისა, კემერონის ინიციატივით, სამეფო ოჯახის წევრების კათოლიკებზე დაქორწინების აკრძალვა საჭირო აღარ არის და ეს წესი უნდა გაუქმდეს. თუმცა მეფეს და დედოფალს, როგორც ანგლიკანური ეკლესიის მეთაურებს, კათოლიკური აღმსარებლობა კვლავ აკრძალული ექნებათ.

ამ დროისათვის ბრიტანეთში სამეფო მემკვიდრეობის შესახებ 1701 წელს მიღებული აქტი მოქმედებს. იმისათვის, რომ კემერონის ინიციატივით შემუშავებული ცვლილებები ძალაში შევიდეს, თანამეგობრობის 15 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

თანამეგობრობის წევრთა შორის არიან ქვეყნები, რომლებიც ინგლისის კოლონიებად მიიჩნეოდნენ. მათ შორის ავსტრალია, კანადა, კვიპროსი, მალაიზია, ბარბადოსი, ბრუნეი, ვანუატუ, ფიჯი, ახალი გვინეა და სხვა.

ერთა თანამეგობრობას გაერთანებული სამეფოს მონარქი, ელიზაბეტ მეორე მართავს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა