2011 წლის ივლისში ოსლოში მომხდარი ტერაქტების საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში პოლონეთში 19 ადამიანი დააკავეს.
ნორვეგიის პოლიცია პოლონეთის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოსთან ერთად ასაფეთქებელი მოწყობილობების მწარმოებელთა კვალზე გავიდა, რომლებთანაც, სამართალდამცავთა ვარაუდით, ცნობილი ტერაქტების ორგანიზებისას ანდერს ბერინგ ბრეივიკი თანამშრომლობდა.
გამომძიებლებმა გულდასმით შეისწავლეს ბრეივიკის ცნობილი მანიფესტი, რომელშიც ის ევროპაში სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მოწოდებით გამოდის. სწორედ ამ მანიფესტში იყო მითითებული ტერორისტის სავარაუდო მოკავშირეთა სახელები.
პოლონეთში განხორციელებული სპეცოპერაციის ფარგლებში 100-ზე მეტი სახლი გაიჩხრიკა, რის შედეგადაც ასაფეთქებლი მოწყობილობების დიდი მარაგი აღმოაჩინეს.
2011 წლის 22 ივლისს ოსლოში მთავრობის სახლთან აფეთქების ხმა გაისმა. საათნახევრის შემდეგ ანდერს ბრეივიკმა კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკში 69 მოზარდი მოკლა. ორმაგი ტერაქტის შედეგად სულ 77 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
ბრეივიკი პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა, თუმცა ის საკუთარ თავს დამნაშავედ არ ცნობს და ირწმუნება, რომ მსგვასი ზომების მიღება მიგრანტებისგან ევროპის გასაწმენდად აუცილებელი იყო.
ბრეივიკის სასამართლო პროცესი ნოემბერში დაიწყება.
მომზადებულია Life News-ის მიხედვით.