უგანდაში ღვთაებებს ბავშვებს მსხვერპლად სწირავენ

უგანდაში ღვთაებებს ბავშვებს მსხვერპლად სწირავენ

უგანდას დედაქალაქ კამპალასთან ახლოს მდებარე სოფლები და დასახლებული პუნქტები მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგ იბრძვიან. ბოლო დროს ამ რეგიონში ბავშვების ძველი ღვთაბებებისთვის მსხვერპლად შეწირვის ფაქტები გახშირდა.

მოსახლეობა შეშინებულია. საბავშვო ბაღებმა მუშაობა შეაჩერეს. მშობლები თავად აცილებენ შვილებს სასწავლო დაწესებულებებში და ერთი საათით ადრე აკითხავენ.

პანიკის საფუძველი შამანები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ მსხვერპლშეწირვის შემდეგ,  უფრო იღბლიანები და მდიდრები გახდებიან. პოლიციის განცხადებით, უგანდაში უმუშევრობაა.

ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს კეთილდღეობის ღმერთს მსხვერპლად ერთი ბავშვი შესწირეს, 2008 წელს ეს ციფრი 25-მდე გაიზარდა. ადგილობრივები ამ მონაცემებს არ ენდობიან. მათი განცხადებით, დღეისთვის 1000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბრიტანული მედიის განცხადებით, არაა გასაკვირი, რომ ხელისუფლება მკვლელებს ხელს აფარებს, რადგან თავადაც უკვეთავს წარმართულ რიტუალებს. ეს შამანებისთვის არცთუ ცუდი "ბიზნესია".

ერთ-ერთი შამანის მონაცემებით, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ჩაწერეს, ერთი ბავშვი 300 დოლარი ღირს. მისივე განცხადებით, ბავშვს ან ცოცხლად მარხავენ, ან კლავენ, ანაწევრებენ და სხვადასხვა ადგილებში ასვენებენ.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ფირი, სადაც შამანის მონაყოლია აღბეჭდილი, პოლიციას გადასცეს.

მომზადებულია bbc.co.uk - ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა