იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი ვარაუდობს, რომ დედამისს მალე გაათავისუფლებენ

იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი ვარაუდობს, რომ დედამისს მალე გაათავისუფლებენ

უკრაინის ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი ევგენია კარი ვარაუდობს, რომ დედამისს მალე გაათავისუფლებენ.

ევგენია კარის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები ტიმოშენკოს გათავისუფლებას დაპირდნენ. როგორც "ასოშეითედ პრესი" იუწყება, ტიმოშენკოს საკანში გადასცეს წერილები, რომელიც ევროპის ქვეყნების ორ პრეზიდენტს და ორ პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ისინი წერილში აღნიშნავენ, რომ ტიმოშენკო მარტო არ არის და ამხნევებენ.

" ეს უფრო მეტია, ვიდრე გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებები, რადგან ეს წერილები თითქოს პირადი დაპირებაა, რომ მარტო არ არის", - აცხადებს ტიმოშენკოს ქალიშვილი.

მისი თქმთ, ყველა მესიჯი იმაზე მეტყველებს, რომ 20 ოქტომბრამდე რაღაც მოხდება.

"სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შეცდომაა. ეს თითქოს ერთი ადამიანის მხრიდან შურისძიებას ჰგავს", - აცხადებს კარი.

პეჩორის სასამართლომ იულია ტიმოშენკო დამნაშავედ სცნო რუსეთთან ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებისას თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა