აშშ-ში შოკოლადის კვერცხების - "ქინდერ-სურპრიზის" გაყიდვა აიკრძალა. ამის მიზეზი 1938 წელს მიღებული ფედერალური აქტია, რომლის თანახმად, საკვებ პროდუქტებში საკვებად უვარგისი ნივთების ჩადება არ შეიძლება.
"ქინდერ-სურპრიზი" კვერცხის ფორმის შოკოლადია, რომელშიც პლასტმასის კონტეინრში ჩადებული სათამაშო ან სუვენირია. სავაჭრო ნიშანი იტალიურ კომპანია Ferrero-ს ეკუთვნის. ამ კომპანიამ შოკოლადის კვერცხების წარმოება 1972 წელს დაიწყო.
"ქინდერ-სურპრიზი" პოპულარულია არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ უფროსებშიც, რომლებიც კვერცხებში ნაპოვნი სათამაშოების კოლექციას აგროვებენ. სათამაშოებით კოლექციონერობამ საკმაოდ ფართო მასშტაბი მიიღო. ინტერნეტ-აუქციონებზე იშვიათი სახის სათამაშოების ფასები 1000 ევროსაც აღემატება. 2007 წლის თებერვალში eBay-ს აუქციონზე ქინდერის 90 000 სათამაშოსგან შემდგარი კოლექცია 30 000 ევროდ გაიყიდა.
მომზადებულია factroom.ru-ს მიხედვით.