დევიდ კემერონის მრჩეველი სახელმწიფო დოკუმენტებს ქუჩის სანაგვე ყუთებში ყრიდა

დევიდ კემერონის მრჩეველი სახელმწიფო დოკუმენტებს ქუჩის სანაგვე ყუთებში ყრიდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ოლივერ ლეტვინი, სახიფათო ჩვევაში გამოიჭირეს - ის მნიშვნელოვან სამსახურებრივ დოკუმენტებს პარკში სეირნობისას ეცნობოდა და კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველ წერილებს იქვე სანაგვე ურნებში ყრიდა. 

გამოცემა "დეილი მირორის" ფოტოკამერამ პოლიტოკოსი სწორედ იმ მომენტში გადაიღო, როცა მან საიდუმლო დოკუმენტის ასლი ურნის დასაცლელად მისულ დასუფთავების თანამშრომელს ხელიდან ხელში გადასცა.

გამოცემის მტკიცებით, ლეტვინს 100-ზე მეტი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი აქვს ქუჩის ურნებში გადაყრილი. მათ შორის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ კორესპონდენციები და ამომრჩევლების შესახებ პირადი მონაცემები.

"ერთ-ერთ გადაგდებულ დოკუმენტში წერია, რომ სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა ვერ დააზუსტეს ბრიტანეთის მონაწილეობის საკითხი ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის პროცესში. მოხსენიებული არიან დევიდ კემერონი, ნილ კლეგი და ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი. ზოგიერთი წერილი დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის სახელზეა შედგენილი", - წერს "დეილი მირორი" და განმარტავს, რომ ეს საბუთები მინისტრმა ძირითადად ზაფხულში, დილით ადრე სკვერში სეირნობისას გადაყარა.

ლეტვინმა აღიარა, რომ ზოგჯერ მართლაც ყრიდა ურნებში წერილების ასლებს, მაგრამ ირწმუნება, რომ ისინი კონფიდენციალური არ იყო. ამ სკანდალურ ინფორმაციაზე კომენტარი ბრიტანეთის მთავრობის პრეს-სამსახურმაც გააკეთა. აპარატის პრეს-მდივნის განცხდებით, ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, რომ გადაყრილი დოკუმენტები სახელმწიფო მნიშვნელობის იყო. 

მომზადებულია Daily Mirror-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა