კირკ დუგლასმა მაიკლ დუგლასი საპატიო ჯილდოთი დააჯილდოვა

კირკ დუგლასმა მაიკლ დუგლასი საპატიო ჯილდოთი დააჯილდოვა

ლეგენდარულმა მსახიობმა კირკ დუგლასმა, რომელიც ახლა 94 წლის არის, საკუთარ ვაჟს, ჰოლივუდის ვარსკვლავ მაიკლ დუგლასს თავისივე სახელობის საპატიო ჯილდო - Kirk Douglas Excellence in Film Award გადასცა. დაჯილდოვების ცერემონია სანტა-ბარბარაში გაიმართა. ამ პრემიას იმ ადამიანებს გადასცემენ, რომლებმაც კინოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ამ ჯილდოს ლაურეატები არიან: ქვენტინ ტარანტინო, ჯონ ტრავოლტა და ჰარისონ ფორდი.

დაჯილდოვების ცერემონიაზე კირკ დუგლასმა განაცხდა: "მოხარული ვარ, რომ ამ ჯილდოს ჩემს ყველაზე საყვარელ მსახიობსა და პროდიუსერს გადავცემ. მოხდა ისე, რომ ამასთან ერთად, ის ჩემი უფროსი ვაჟიც არის. პირველად მაიკლის თამაში სანტა-ბარბარაში ერთ-ერთ დადგმაში ვნახე. ცერემონია იქ ტარდება, სადაც მისი კარიერა დაიწყო".

კირკ დუგლასმა ისიც გაამხილა, რომ სურდა მაიკლი ადვოკატი გამოსულიყო, მაგრამ ის ნიჭიერი მსახიობი აღმოჩნდა.

კირკ დუგლასი მაიკლის თამაშს ყოველთვის მკაცრად აფასებდა, ამიტომ ჯილდო მაიკლ დუგლასისთვის ორმაგად მნიშნელოვანი და საპატიოა.

საღამოს კეტრინ ზეტა ჯონსი, დენი დევიტო და ანეტ ბენინგი დაესწრნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება