აშშ-ის მეგაპოლისებში პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა

აშშ-ის მეგაპოლისებში პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა

აშშ-ის მეგაპოლისებში მასობრივი გამოსვლებისას პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

გამოსვლები ლოზუნგით "დავიკავოთ უოლ-სტრიტი" გაიმართა როგორც ნიუ-იორკში, ისე აშშ-ის უმსხვილეს მეგაპოლისებში - დენვერში, სიეტლში და სან-დიეგოში. მიტინგები მშვიდობიანი იყო და მხოლოდ ცალკეული ინციდენტები მოხდა. თუმცა, დემონსტრანტთა სიმრავლის გამო, პოლიციას მათთან გამკლავება და დაკავებული ქუჩებისა და პარკების გაწმენდა გაუჭირდა.

რამდენიმე ათეულ ადამიანს ბრალად ედება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა. პოლიციის მონაცემებით, ისინი ტრანსპორტის მოძრაობას უშლიდნენ ხელს. ამ მიზეზით დენვერში 24 ადამიანი დააკავეს. ნიუ-იორკში მიტინგის დაშლისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა ვიდეოკამერით გადაიღო, როგორ იყენებდა პოლიცია ხელკეტებს.

პროტესტი ნიუ-იორკში 17 სექტემბერს დაიწყო. მომიტინგეებმა ქალაქის საფონდო ბირჟასთან კარვების ბანაკი გაშალეს და დემონსტრაციებს დღემდე აგრძელებენ. ისინი ხელისუფლებისა და საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკას აპროტესტებენ და მათ "ფინანსურ ტერორიზმში" ადანაშაულებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა