დიმიტრი მედვედევი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს

 დიმიტრი მედვედევი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მომავალ გეგმებთან დაკავშირებით, მოსკოვში, თავის მომხრეებთან შეხვედრაზე ისაუბრა. რუსული მედიის ცნობით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

"არ ვაპირებ მათ ვუღალატო, ვისაც სურს ქვეყნის პოლიტიკისა და ეკონომიკის მოდერნიზაცია. მივიღე გადაწყვეტილება, პოლიტიკაში დავრჩე და კონკრეტული საქმეებით დავკავდე" _ განაცხადა მედვედევმა.

პრეზიდენტმა სახელმწიფო მმართველობის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ე.წ. "დიდი მთავრობის" შექმნა, რომელიც პარტიებთან და საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს.

"გთავაზობთ შეიქმნას ე.წ. "დიდი მთავრობა", ან როგორც მას უწოდებენ, გაფართოებული მთავრობა, რომელიც იმოქმედებს ძირითად პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, რეგიონალურ ხელისუფლებებთან და მათ ამომრჩევლებთან ერთად. ასევე, მათთან, ვინც ხელისუფლებას არ ეთანხმება" – განაცხადა მედვედევმა.

ამასთან, მისი თქმით, "ედინაია რასია" უნდა შეიცვალოს და ის გაცილებით ნაკლებად ბიუროკრატიულად უნდა იქცეს, სადაც უამრავი სხვადასხვა ადამიანი მოიყრის თავს.

მისი თქმით, მის ყველა მომხრეს სურს რუსეთის მოდერნიზება და ცვლილებები.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა