ჩიკაგოში 175 დემონსტრანტი დააკევს

ჩიკაგოში 175 დემონსტრანტი დააკევს

ჩიკაგოში 16 ოქტომბერს ღამით 175 დემონსტრანტი დააკვეს, რომლებიც აქციაში "დაიკავე ჩიკაგო" მონაწილეობდნენ.

დემონსტრანტებმა პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, გრანდ-პარკი გადაკეტეს და ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს. დემონსტრანტების დაკავების დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება არ მომხდარა.

აქციაში სულ 2000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. 15 ოქტომბერს საღამოს 500-მდე ადამიანმა გრანდ-პარკის ტერიტორიაზე პლაკატები განათავსა. 

ყველა დაკავებული დემონსტრანტი უკვე გათავისუფლებულია. დემონსტრანტების თქმით, რომლებმაც ერთი ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარეს, სამართალდამცავები მათ კარგად ეპყრობოდნენ.

აქციები აშშ-ში სექტებრის შუა რიცხვებში დაიწყო. პირველი ქალაქი, სადაც ანალოგიური აქცია გაიმართა, ნიუ-იორკი იყო. დემონსტრანტები უმუშევრობასა და უთანასწორობას აპროტესტებენ.

მომზადებულია Chicago Tribune-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა