გერმანელები პუტინის შესახებ პროპაგანდულ ფილმს იღებენ

გერმანელები პუტინის შესახებ პროპაგანდულ ფილმს იღებენ

გერმანული ტელეკომპანია ARD რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის შესახებ პროპაგანდულ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. ფილმის ავტორი ჟურნალისტი ჰუბერტ ზაიპელია.

ARD-ის გადამღებმა ჯგუფმა ფილმზე მუშაობა უკვე დაიწყო. კერძოდ, გადამღები ჯგუფი პუტინს ჩინეთში გაჰყვა და მას მეგზურობას სანქტ-პეტერბურგშიც გაუწევს. "ჩვენ რუსეთში ნოემბერში დავბრუნდებით და პრემიერთან კიდევ ორ კვირას დავყოფთ, ახალი წლის შემდგომ კიდევ ვესტუმრებით რუსეთს", - ამბობს ზაიპელი.

პუტინი ტელეარხს ინტერვიუსაც მისცემს. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფილმის გადაღების ინიციატივა გერმანელებს ეკუთვნით. მისი თქმით, პუტინი სხვა არცერთი ტელეკომანიის შემოთავაზებას აღარ დათანხმდება.

სურათის პრემიერა 2012 წლის მარტში გაიმართება, სწორედ ამ დროს ჩატარდება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები. კითხვაზე, განგებ დაამთხვია თუ არა გერმანულმა ტელეკომპანიამ ფილმის პრემიერა ამ თარიღს, ზაიპელი მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად იღიმება.

ორი წლის წინ ზაიპელმა დოკუმენტური ფილმი კომპანია "გაზპრომის" შესახებ გადაიღო. ფილმისთვის "გიგანტი გაზპრომი" ზაიპელმა პუტინს ინტერვიუც ჩამოართვა. როგორც ამბობენ, მას პრემიერის დათანხმება მაშინ ძალიან გაუჭირდა. ეს სურათი გერმანულ ადოლფ გრიმეს სახელობის ტელეპრემიაზე იყო წარდგენილი.

მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა