ტრიპოლიში ლიბიის ახალი ხელისუფლება მუამარ კადაფის ყოფილი რეზიდენციის, ბაბ ალ-აზიზის კომპლექსს ანადგურებს. კომპლექსის შენობას ბულდოზერების მეშვეობით ანგრევენ.
ამასთან, ლიბიელმა ამბოხებულებმა ტრიპოლიდან სამხრეთით, 170 კმ-ში მდებარე ქალაქ ბანი-ვალიდზე იერიში მიიტანეს. ზოგიერთი მონაცემებით, ბანი-ვალიდში მუამარ კადაფის 1 500 შეიარაღებული მომხრე იმყოფება.
ბანი-ვალიდის აღების პირველი მცდელობა მარცხით დასრულდა, ამბოხებულებმა უკან დაიხიეს. ამის შემდეგ მათ კადაფის მშობლიური ქალაქის - სირტის აღებისთვის მზადება დაიწყეს.
სასტიკი ბრძოლის შედეგად მებრძოლებმა სირტის დიდი ნაწილი ხელში ჩაიგდეს, თუმცა მის ორ კვარტალს დღემდე კადაფის მომხრეები აკონტროლებენ.
მომზადებულია newsru.co.il-ის მიხედვით.