ლედი გაგამ ოდრი ჰეპბერნის იმიჯი მოირგო

ლედი გაგამ ოდრი ჰეპბერნის იმიჯი მოირგო

ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა ნიუ-იორკში ოდრი ჰეპბერნის სტილში ჩაცმული შენიშნეს. მას შავი ფერის ატლასის კლასიკური კაბა, მოსასხამი, ელეგანტური ფეხსაცმელი და ტყავის ხელთათმანები ემოსა. თმა ჰეპბერნივით ზემოთ ჰქონდა აწეული, ყელს ბრილიანტის ყელსაბამი, ყურებს კი ამავე სტილის საყურე უმშვენებდა.

ახალი იმიჯით ლედი გაგამ თაყვანისმცემლები და პაპარაცები გააკვირვა. გაგა ძირითადად, სკანდალური ჩაცმულობით არის ცნობილი. ამიტომ როცა იშვიათად სადად და გემოვნებით იცვამს, ორმაგ აღფრთოვანებას იწვევს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება