სასამართლომ ლინდსი ლოჰანს პროზექტურის დასუფთავება მიუსაჯა. ჟურნალისტებმა კი ამ პროცესის ამსახველ ფოტოსურათებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. რედაქტორები პაპარაცებს ლინდსის ერთ ასეთ ფოტოში 700 000 აშშ დოლარის გადახდას დაჰპირდნენ. კლინიკის დირექტორმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ემოციებს ვერ მოთოკავენ და ლოჰანს პროზექტურის ტერიტორიაზე სურათს გადაუღებენ, სამუშაოდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან.
ლინდსიმ სასამართლოს დაწესებული გირაოს გადასახდელად ახალი"პორშე" გაყიდა. ახლა მის მოვალეობებში პროზექტურის ტერიტორიის დალაგება და გარდაცვლილების ზეწრების რეცხვა შედის. მას მუშაობის დროს მობილური ტელეფონის გამოყენების უფლება არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ პირველ დღეს ლოჰანმა სამსახურში 40 წუთით დაიგვიანა, შემდეგ საერთოდ არ მივიდა. განაცხადა, რომ შენობას შესასვლელი ვერ უპოვა.
მესამე დღეს ვარსკვლავი პროზექტურაში დროულად გამოცხადდა, საპირფარეშოს დალაგების შემდეგ კი აივანზე ჩამოჯდა და სიგარეტი მოწია. ჟურნალისტებთან საუბრისას ლინდსი ლოჰანმა განაცხადა, რომ ეს ბინძური სამუშაოა, მაგრამ ვიღაცამ ის უნდა შეასრულოს.
მომზადებულია Eg.ru-ს მიხედვით.