დისმორფოფობია - XXI საუკუნის შავი ჭირი?

დისმორფოფობია - XXI საუკუნის შავი ჭირი?

ფსიქოლოგები განგაშს ტეხენ: სულ უფრო მეტი პაციენტი აფასებს არაადეკვატურად თავის გარეგნობას და ათასგვარ ნაკლოვანებას უძებნის. ვარსკვლავებიც კი, რომელთა იმიჯით საუკეთესო პროფესიონალები არიან დაკავებული, მიდრეკილი არიან კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი მონაცემები. საბედნიეროდ, ეს იკურნება. დისმორფოფობია მოდური დაავადებაა, რომელიც მთელ ქვეყნიერებაზე სწრაფად ვრცელდება. ამ ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ადამიანები მეტისმეტად არიან შეწუხებული თავიანთი გარეგნობის უმნიშვნელო დეფექტით. ეს ფობია ძირითადად მოზარდობის ასაკში ვითარდება და 30 წლისთვის "დაზარალებული" ან ქირურგიულად ერევა საკუთარ გარეგნობაში, ან ფსიქოლოგის დახმარებით იკურნება.

ამერიკელ ჰაიდი მონტაგს უამრავი პრეტენზია ჰქონდა საკუთარი გარეგნობის მიმართ. გადაიკეთა მკერდი, ცხვირი, ტუჩები, წარბები, ნიკაპი, თუმცა საკუთარი თავი მაინც არ მოსწონს. არასდროს ყოფილა საძაგელი იხვის ჭუკი, თუმცა ამბობს, რომ დედა არ აქებდა და ბიჭები ყურადღებას არ აქცევდნენ. ათი პლასტიკური ოპერაციის მერე ეწვია წარმატება. მაგრამ ამბობს, რომ კვლავ უკმაყოფილოა და არ გამორიცხავს, კიდევ მიმართოს პლასტიკურ ქირურგს. ფსიქოლოგები კი ურჩევენ, ქირურგებამდე ფსიქოანალიტიკოსებთან ჩაეწეროს ვიზიტზე.

სარკეში საკუთარი ანარეკლის არ სჯერა კელი ოსბორნსაც: "როცა მეუბნებიან, როგორი გამხდარი ხარ ახლა, მინდა ყველას ვუპასუხო: "რა სისულელეს ამბობთ?! სად ხედავთ სიგამხდრეს? კარგი ნაკვები ვარ!" მიუხედავად იმისა, რომ წელიც გამოეკვეთა და 46 ზომა ტანისამოსს ატარებს, მაინც არ სჯერა საკუთარი თავის. ეს ალბათ ბავშვობის კომპლექსებია - დედამისი შერონი გამუდმებით რაღაცის გადაკეთებით იყო დაკავებული, საკუთარ გარეგნობაში. შოუბიზნესში აღმოჩენილმა კელიმ დაადგინა, რომ მისი პარამეტრები არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და სიგამხდრისკენ მიმავალი ხანგრძლივი გზა დაიწყო. მთავარია, მეტისმეტად შორს არ წავიდეს.

სიყვარული, როგორც ყოველთვის, ყველაფერს ამარცხებს. ბრიტანელი მომღერალი ლილი ალენი ასევე ამტკიცებს, რომ დისმორფია ტანჯავს და ქმარს უძღვნის მადლობას დახმარებისთვის. იგი გამუდმებით უმტკიცებს ლილის, რომ ის ყველაზე ლამაზია. ამიტომაც შეეშვა დაუსრულებელ დიეტებს და ცოტა მეტად თავდაჯერებული იყურება სარკეში.

ძნელი სათქმელია, რა გარემო ჰქონდა ნიკოლ კიდმანს სახლში, თუმცა ის დღესაც მსუქნად მიიჩნევს თავს. ათი წლის წინ სიცილით აღიარა, რომ მოდურ ბუტიკში შესული და პატარა ზომის კაბების შემყურე ვერაფრით ვერ იჯერებს, რომ რომელიმე მათგანს მაინც თვითონ ჩაიცვამს. არადა, მართლაც შესანიშნავად ართმევს თავს ყველაფერს და მოდელს 44 წლის ასაკშიც მშვენიერი ფიგურა აქვს. რაღა უნდა მეტი?

"მე ასპროცენტიანი დისმორფი ვარ", - აღიარა სარა მიშელ გელარმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში. მსახიობს თავი ყოველთვის სრულად და ულამაზოდ მიაჩნდა, სარკესაც კი გაურბოდა ხოლმე, რომ არ დამწუხრებულიყო. მხოლოდ შვილის გაჩენის შემდეგ მოეშვა ცოტა გულს. "ამ მოვლენამ სრულიად მომაცდინა თვითძიებებისგან და გამომაფხიზლა. - ამბობს სარა და შედარებით ნაკლებად დარდობს თავის ნაკლოვანებებზე, - დისმორფია ეგოისტური რამაა, ხოლო როცა შვილი გყავს, აღარც საკუთარ თავს ეკუთვნი და არც საკუთარ ნაკლოვანებებს, არამედ ამ პატარა არსებას, რომელიც შენ გვერდით არის. და ეს ძალიან მაგარია".

უმა თურმანი ხშირად აღიარებს, რომ დისმორფოფობია ყურმოკვრით როდი გაუგონია. თავის დროზე დედის მეგობარმა შენიშნა, რომ 13 წლის უმას ცხვირი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. ეს საკმარისი იყო, რომ მომავალ ვარსკვლავს მოსვენება დაეკარგა. მალე სხეულის მოხდენილობაშიც ეჭვი შეეპარა, არ მოსწონდა ფეხების ფორმა, სიგამხდრე. ისევ დედამ უშველა, ყოფილმა პროფესიონალმა მანეკენმა და გოგონა სამოდელო ბიზნესში გაუშვა, რომ თვითშეფასება აემაღლებინა. რაკი უმა თავისი ცხვირით დარჩა, ალბათ, ეშველა კიდეც. თუმცა ხანდახან ახლაც წამოსცდება, ცოტა მოვსუქდი და არ მომწონსო, რითაც აოგნებს ჟურნალისტებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება