ბიონსეს მამას საკუთარი ”უკანონო ვაჟის” ბიონსესთვის დათმობა უნდოდა

ბიონსეს მამას საკუთარი ”უკანონო ვაჟის” ბიონსესთვის დათმობა უნდოდა

ბიონსეს მამა მეთიუ ნოულზი ცოლს, თინა ნოულზს, საყვარლის - ალექსანდრა რაიტის დაორსულების გამო დაშორდა.

რამდენიმე დღის წინ ალექსანდრამ ჟურნალ star-ს განუცხადა, რომ ორსულობის დროს მეთიუ მასთან მივიდა და სთხოვა, რომ ბავშვი ბიონსესა და მისი მეუღლისთვის გადაეცა, რათა მათ ის საკუთარი შვილივით გაეზარდათ.

”როდესაც ეს მთხოვა, გავოცდი - ვერანაირი ფული დედამიწის ზურგზე ვერ მაიძულებს საკუთარ შვილზე უარი ვთქვა. ვუთხარი, რომ ბავშვს ჩემგან ვერ იყიდდნენ”, - განაცხადა ალექსანდრამ.

გარდა ამისა, ჟურნალი star-ი ამ ინფორმაციას ვიდეოჩანაწერით ადასტურებს, რომელიც ალექსანდრა რაიტმა ჟურნალს თავად გადასცა.

ახლა რაიტისა და ბიონსეს მამის "უკანონო ვაჟი", ნიქსონი უკვე 4 წლისაა.

მომზადებულია star magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება