ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ გაეროს მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული იიმ თითხასგან კამბოჯაში მიწა შეიძინა და მას 25 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ ჯოლის კამბოჯელმა დამხმარემ, მუნხა სარათხამ განაცხადა.
სარათხმა გარიგების დამადასტურებელი საბუთებიც წარმოადგინა. მისი თქმით, მან ანჯელინას თითხას დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ შეატყობინა, მაგრამ ვარსკვლავს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. კამბოჯელმა სამართალდამცავებმა ჯოლისა და თითხას გარიგება დაადასტურეს. მათი თქმით, იმ პერიოდში დამნაშავეს ფული სჭირდებოდა.
ანჯელინა ჯოლის წარმომადგენლები ამ ინფორმაციის კომენტარზე უარს აცხადებენ. ვარსკვლავი გაეროს კეთილი ნების ელჩია.
შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლი კამბოჯაში ქველმოქმედებას 2000 წლიდან ეწევა. 2002 წელს მან კამბოჯელი ბავშვი იშვილა, 2005-ში კი კამბოჯის ხელისუფლებამ გაწეული დახმარებისთვის ვარსკვლავს კამბოჯის მოქალაქეობა მიანიჭა.
გაეროს მონაცემებით, 70-იან წლებში იიმ თითხა დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი იყო. ამ პერიოდში კამბოჯაში 600 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.