კიმ კარდაშიანმა საკუთარი ძმის დასახმარებლად 10 მლნ თაყვანისმცემელი "ტვიტერით" მოატყუა.
"ღმერთო ჩემო, ჯასთინ ბიბერის ნომერი ვიშოვე - 800 8684302! დაურეკეთ მას. ზარებს მომდევნო საათიდან იღებს!!!" - დაწერა სომხური წარმოშობის ვარსკვლავმა თავის ”ტვიტერზე”.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს სულაც არ ყოფილა ჯასტინ ბიბერის ნომერი. თინეიჯერის კერპის თაყვანისმცემლებმა ტელეფონი ააწრიალეს.
საქმე ის არის, რომ კიმის ძმა რობ კარდაშიანი, შოუში "ეცეკვა ვარსკვლავს" იღებს მონაწილეობას, სადაც მას ხმების დიდი რაოდენობა სჭირდება გასამარჯვებლად. სწორედ ამ მიზნით, კიმმა თავისი ძმის პირადი ნომერი ჯასტინის ნომრად გაასაღა.
მას შემდეგ რაც სიცრუე გაირკვა, საკუთარმა თაყვანისმცემლებმა კიმი ლანძღვა-გინებით აიკლეს. შესაძლოა, ამ თაღლითობის გამო რობ კარდაშიანი საერთოდ გააგდონ შოუდან.
მომზადებულია radaronline.com-ის მიხედვით.