”მექანიკური ფორთოხალი” ”თავისუფალი თეატრის” სცენაზე

”მექანიკური ფორთოხალი” ”თავისუფალი თეატრის” სცენაზე

"თავისუფალი თეატრი" დეკემბრის შუა რიცხვებში ენტონი ბერჯესის რომანის - "მექანიკური ფორთოხალის" მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერით წარსდგება მაყურებლის წინაშე. 

როგორც "ამბები.გე"-ს სპექტაკლის რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა აცნობა, მან რომანი გადმოაქართულა და მოქმედება გასული საუკუნის 90-იან წლებში გადმოიტანა.

”თავის დროზე ენტონი ბერჯესის რომანმა "მექანიკურმა ფორთოხალმა" და სტენლი კუბრიკის გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გადავწყვიტე რომანის ეპოქა საქართველოს 90-იანი წლების ეპოქაში გადმოვიტანო. მინდა ამ პერიოდის მეშვეობით გავაკეთო ანალიზი თუ რა ხდება დღეს ჩვენ საზოგადოებაში. ამ სპექტაკლში საინტერესო ამბები მოხდება”, - განაცხადა რეჟისორმა.

ვარსიმაშვილის ინფორმაციით, სპექტაკლი დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო თეატრალურ წრეეში, არამედ საზოგადოებაშიც. სპექტაკლში "თავისუფალი თეატრის" ყველა მსახიობი ითამაშებს.

გოგა ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება