"მისტრალის" მშენებლობა, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაიდოს

"მისტრალის" მშენებლობა, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაიდოს

კონტრაქტის განხორციელება, რომლის თანახმადაც რუსეთისთვის ორი ვერტმფრენმზიდი "მისტრალი" უნდა აშენდეს, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაიდოს, - ამის შესახებ "ნიუსლენდი" იუწყება .

მხარეებმა პოზიციების შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ შეძლეს. ექსპერტების განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თანხებს "ჰაერზე ფანტავს".

რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაციის პრეზიდენტის, რომან ტროცენკოს განცხადებით, კონტრაქტს ხელი 2012 წლისთვის უნდა მოეწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნოლოგიების შეძენას აზრი არ ექნება.

ამასთან, რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტში საკითხის დადებითად გადაწყვეტაში ეჭვი ეპარებათ. "გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლაი მაკაროვი, რომელიც ამ კონტრაქტის ერთ-ერთი ლობისტია, თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თანამდებობის დატოვებას თავდაცვის მინისტრიც ელოდება", – ამის შესახებ "არგუმენტი.რუ"-ს ფლოტის შტაბში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ამ ორი გემის მშენებლობაზე რუსეთს უარის თქმა მოუხდეს, რის მიზეზადაც ეკონომიკური კრიზისი დასახელდება.

გამოცემის თანახმად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თავდაცვის სამინისტრო ფულს "ქარს ატანს", რადგან იმ თანხით, რომელიც "მისტრალის" აშენებას უნდა მოხმარებოდა, თავისუფლად შეიძლებოდა ორი სადესანტო გემის მშენებლობა, რომლებიც თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მიღებას შეძლებდა. მათივე აზრით, "მისტრალის" გამოყენება კი, მხოლოდ პაპუასებთან ომისთვის გამოდგება.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე