გვინეტ პელტროუ: "ძილი ჩემი სილამაზის საწინდარია"

გვინეტ პელტროუ: "ძილი ჩემი სილამაზის საწინდარია"

ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ ირწმუნება, რომ ძილი მისი სილამაზის საწინდარია.

"ჩემთვის კარგად გამოძინება ყველაზე მთავარია, - აცხადებს მსახიობი,- როდესაც გამოუძინებელი ვარ, ისე გამოვიყურები, თითქოს სატვირთომ გადამიარა".

39 წლის გვინეტს ფორმის შენარჩუნებაში სხვა საშუალებებიც ეხმარება. ის ბევრ წყალს, ვიტამინებს და დღეში ერთ ჭიქა ყავას სვამს ნუშის რძით.

გვინეტი გამაჯანსაღებელი პროგრამა Clean Program-ის მიმდევარია - ეს მკაცრი დიეტაა, რომელიც სამი კვირა გრძელდება და დღეში მხოლოდ ერთხელ კვებას ითვალისწინებს.

გვინეტი თავის უბადლო აღნაგობას მწვრთნელს - ტრეისი ანდერსონს უმადლის. ცოტა ხნის წინ კინოვარსკვლავმა განაცხადა, რომ პროგრამით გათვალისწინებული შიმშილობის რამდენიმე კვირის გარდა, სხვა დიეტებს არ მიმართავს. ის ყველაფერს ჭამს, რაც მოესურვება, მაგრამ შემდეგ ბევრ ენერგიას ხარჯავს და ვარჯიშობს. 

"ბევრი ვარჯიში დამჭირდა იმისთვის, რომ ისე გამოვიყურებოდე, როგორც ახლა”, - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია Cosmo on-line-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება