ჰააგის სასამართლო ლიბიაში ნატოს ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს

ჰააგის სასამართლო ლიბიაში ნატოს ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ლიბიაში გარდამავალი ნაციონალური საბჭოსა და ნატოს შეიარაღებული ძალების ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს.

"ნაციონალური გარდამავალი საბჭოსა და ნატოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრალდებები არსებობს, სხვადასხვა სახის დანაშაული ბრალდებათ ასევე კადაფის ერთგულ ძალებს. ყველა დანაშაულს დამოუკიდებლად გამოვიძიებთ", - აცხადებს ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი ლუის მორენო-ოკამპო.

26 ოქტომბერს მუამარ კადაფის ნათესავებმა ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მკვლელობა სწორედ "სამხედრო დანაშაულია".

"ნატოს ვერტმფრენებმა კადაფის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს. კორტეჟი მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნიდა. ეს ლიბიის ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაცია იყო, რომელიც ნატომ დაგეგმა", - აცხადებს კადაფის ოჯახის ადვოკატი.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე