საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას მხარს არ უჭერს

საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას მხარს არ უჭერს

საომარი ოპერაციის ჩატარება ირანის წინააღმდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, საკუთარი ბირთვული პროგრამის შექმნას განაგრძობს, მთლიანად რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს .

"როიტერის" ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟიუპემ განაცხადა. ამის სანაცვლოდ საფრანგეთი ირანისთვის სანქციების გამკაცრებას აპირებს.

"ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, რათა ზემოქმედება მოვახდინოთ ირანზე და ჩვენ სწორედ ამ გზით წავალთ, რადგან საომარი ოპერაცია სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს", – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ აუცილებელია გამოუსწორებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გაკეთდეს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ ისრაელს ირანის მხრიდან გარკვეული საფრთხე დაემუქრება, საფრანგეთი უმოქმედოდ არ დარჩება.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე