"ედინაია როსიას" ეროტიკული საარჩევნო ვიდეორგოლი

"ედინაია როსიას" ეროტიკული საარჩევნო ვიდეორგოლი

რუსეთის მმართველმა პარტია "ედინაია როსიამ" ეროტიკულ ვიდეორგოლი გამოუშვა. "სპრავედლივაია როსია" მმართველ პარტიას "ამორალური" ვიდეორგოლისთვის გენპროკურატურაში უჩივის. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ვიდეორგოლში დასაძრახი არაფერია.

"ედინაია როსიას" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდეორგოლი საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რობერტ შელეგელმა მოამზადა. "მას ჩვენ არ გავუფრთხილებივართ, - თავი იმართლეს პარტიის საარჩევნო შტაბში, - მხოლოდ მაშინ, როდესაც რგოლი ინტერნეტში ჩაუშვეს, გვითხრეს, რომ ის სახალისო იყო".

თავად შეგელი რგოლის ავტორობას უარყოფს, თუმცა მისი იდეა მოსწონს. "ინტერნეტი ძალიან კონკურენტული გარემოა, - განაცხადა მან, - ამიტომ იძულებულნი ვართ კრეატიულები ვიყოთ. მსგავსი რგოლები ახალგაზრდებისთვის გასაგებია და ინტერნეტსაც შეეფერება".

სააგიტაციო რგოლის სიუჟეტის მიხედვით, გოგონა ხმის მიცემის დღეს საარჩევნო უბანზე მიდის და ბიულეტებს იღებს. კაბინისკენ გზად მას ახალგაზრდა მამაკაცი ხვდება, რომელსაც გოგონა კაბინაში ექაჩება, რათა "ედინაია როსიას" ერთად მისცენ ხმა. ცოტა ხანში ახალგაზრდები კაბინიდან ტანსაცმლისა და თმის სწორებით გამოდიან.

"სპრავედლივაია როსიას" წევრი, დეპუტატი გენადი გუდკოი ვიდეორგოლის მხოლოდ ეროტიკულმა ქვეტექსტმა არ აღაშფოთა. "ფაქტობრივად, "ედინაია როსიას" პოლიტტექნოლოგები მოქალაქეებს კონსტიტუციის დარღვევისკენ მოუწოდებენ. პარტიის წევრებს დაავიწყდათ, რომ რუსეთში ხმის მიცემის პროცედურა საიდუმლოა, - განაცხადა გუდკოვმა, - კანონის თანახმად, მოქალაქე არჩევანის გაკეთებისას კაბინაში მარტო უნდა იმყოფებოდეს".

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა