რით აიხსნება ნიკოლა სარკოზისა და ანგელა მერკელის ფრანგული კოცნა

რით აიხსნება ნიკოლა სარკოზისა და ანგელა მერკელის ფრანგული კოცნა

მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო მარკის, Benetton-ის ახალი სარეკლამო კამპანია "ანტისიძულვილის" სახელით გაჩაღდა და ფოტომონტაჟის დახმარებით მსოფლიო ლიდერები პროვოკაციულ პოზაში წარმოადგინა. სარეკლამო ფოტოებზე სახელმწიფოთა "ურთიერთმოძულე" ლიდერები და რელიგიური მეთაურები ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან.

სწორედ ამით აიხსნება პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასისა და ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხურვალე ამბორი. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ფრანგული კოცნა.

ერთმანეთს კოცნიან ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჯონგი და მისი სამხრეთელი კოლეგა, ლი მენ ბაკი, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვენესუელელ კოლეგა უგო ჩავესთან არის დაწყვილებული.

ყველაზე სკანდალური რომის პაპის ბენედიქტე XVI და ეგვიპტელი იმამის, აჰმედ ელ-ტაიების კოცნა აღმოჩნდა. სულიერი ლიდერების აღშფოთების შემდეგ "ბენეტონი" იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა და ეს ფოტო რეკლამიდან ამოეღო.

ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Benetton სკანდალური სარეკლამო კამპანიებით არის ცნობილი. სხვადასხვა დროს ბრენდის პლაკატებზე გამოსახულნი იყვნენ მონაზონი და მღვდელი პიკანტურ პოზაში, ახალშობილი გადაუჭრელი ჭიპლარით, ადამიანთა გენიტალიები და სიკვდილმისჯილები.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა