"შუა ქალაქის" პერსონაჟი - კოტე ბაბუა მაყურებელმა უკვე შეიყვარა. ამ როლის შემსრულებელ მსახიობ სოსო გოგიჩაიშვილს პოპულარობა არც მანამდე აკლდა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ მისმა ცნობადობამ პიკს მიაღწია და ყველა კოტე ბაბუას ეძახის. თუ როგორი ბაბუაა ეკრანზე, ამას ვხედავთ, მაგრამ საინტერესოა, როგორი ურთიერთობა აქვს რეალურ შვილიშვილებთან? - ამის გასარკვევად ბატონ სოსოს შინ ვესტუმრეთ და ერთ-ერთ შვილიშვილთან, მოდელ და ტელეწამყვან ნანუკა გოგიჩაიშვილთან ერთად ჩავწერეთ.
- ბატონო სოსო, როგორ გახდით კოტე ბაბუა?
- "ღამის შოუს" სტუდიამ კასტინგი გამოაცხადა. სხვებთან ერთად, მეც იქ მივედი, მერე კი დამირეკეს და მითხრეს, - როლზე დაგამტკიცეთო. "შუა ქალაქს" მანამდეც ვუყურებდი და მომწონდა. ასეთ რეიტინგულ სერიალში მონაწილეობა საპასუხისმგებლო საქმეა. შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. მსახიობებს გვაფასებენ, ჩვენს დროს უფრთხილდებიან, ყველანაირ პირობას გვიქმნიან იმისთვის, რომ კარგად ვითამაშოთ. ერთი დიდი ოჯახი ვართ, იქ მისვლა მიხარია.
- თქვენს პერსონაჟზე რას გვეტყვით?
- ცხოვრებაშიც ბაბუა ვარ და სერიალშიც. მე და ჩემი "შვილიშვილი" პეტო ერთმანეთს ვგავართ. გადაღებას თავისებური ღელვა ახლავს. უკვე 12 სერია ჩავწერეთ.
- ნანუკა, პეტომ ბაბუა რომ წაგართვა, ამ ამბავს როგორ ეგუები?
- (იცინის) ბაბუა ცხოვრებაშიც ისეთი მზრუნველია, როგორიც - სერიალში. პეტოს კანფეტებს, კარაქიან პურსა და თაფლიან ჩაის რომ აძალებს, სულაც არ მიკვირს, რადგან მე და ნინისაც (ნანუკას და. - ავტ.) ასე გვექცეოდა. როცა სახლიდან გავდივარ და იცის, რომ იმ დღეს შინ გვიანობამდე ვერ დავბრუნდები, კარამდე მომყვება და მეხვეწება, - ბაბუ, ჩანთაში ერთი კანფეტი მაინც ჩაიდეო. ბაბუს გაზრდილი ვარ. ის ძალიან მზრუნველი და მეგობრულია.
- ბატონო სოსო, თქვენს პერსონაჟს მართლა ასე ძალიან ჰგავხართ?
- ესა ვარ, რაცა ვარ (იცინის). ალბათ, წესიერებით ვგავარ, თან - ორივეს გვიყვარს შვილები და შვილიშვილები... ნანუკა ბავშვობაში ძალიან მსუქანი იყო. ასეთი არ დარჩესო, - ყველანი განვიცდიდით. მეზობელი გვამშვიდებდა: ნუ ნერვიულობთ, გაიზრდება და "გაწვრილდებაო". მისი სიტყვები გამართლდა. ბაღში რომ მივიყვანეთ, რამდენიმე დღის შემდეგ გამოგვიცხადა, იქ აღარ წავალო. - რატომ, ბაბუ, ვინმემ გაწყენინა-მეთქი? - "კრასავიცას" არ მეძახიანო. ბაღი ჩვენს სახლთან ახლოს იყო, მეორე დღეს დილაადრიანად გავიქეცი და პედაგოგებს ვთხოვე, "კრასავიცა" დაუძახეთ-მეთქი. მერე სახლში წამოვედი, ნანუკა მხარზე შევისვი და წავიყვანე. შევედით ეზოში და რას ვხედავთ, ბაღის მომსახურე პერსონალი გარეთაა გამოფენილი; ყვირიან: "მოდის, ჩვენი "კრასავიცა" მოდის". ნანუკას ხმა აღარ ამოუღია. შევატყვე, გაუხარდა.
ნანუკა:
- (იცინის) ეს ეპიზოდი ძალიან კარგად მახსოვს, ლამის წითელი ხალიჩა დამიფინეს.
- ბატონო სოსო, სერიალში პეტოსთვის გოგო გყავთ შეგულებული.
- ასეა, მაგრამ ის გოგო შვილიშვილს მიწუნებს. თქვენ ალბათ გაინტერესებთ, ნანუკასთვისაც ხომ არავინ მყავს შეგულებული, არა? ნანუკას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მისთვის საჩუქრებიც ხშირად მოაქვთ. ზარი დაირეკება, მივალ, გავაღებ და არავინაა, იქვე კუთხეში კი საჩუქარი დევს. ნანუკას პირად ცხოვრებაში არ ვერევი.
ნანუკა:
- პეტოს, მგონი, ამ საკითხში ბაბუს დახმარება მართლა სჭირდება. ბაბუ მაჩოა, თავისი გოგოები ჰყავს.
ბატონი სოსო:
- ისე, სვეტა მართლა არსებობს.
- მის შესახებ გვიამბობთ?
- ჩემს მეზობლად ცხოვრობს. ულამაზესი გოგო იყო და სკოლაში მართლა ბევრ ბიჭს უყვარდა. ახლაც ვმეგობრობთ. მისი სახელი სერიალში ხშირად რომ ისმის, უხარია; ამბობს, ბავშვობა გამახსენდაო.
- სცენარისტები სვეტას სერიალში მიწვევას ხომ არ ფიქრობენ?
- არ ვიცი. თავიდან სცენარი რომ მომცეს, იქ ეწერა, რომ ჩემი ბავშვობის სიყვარული, ვინმე სვეტლანა ხშირად უნდა მეხსენებინა. რეპეტიციის დროს სცენარისტებს ვთხოვე, - თუ შეიძლება, სვეტლანას ნაცვლად სვეტას ვიტყვი-მეთქი და რეალური სვეტას შესახებ ვუამბე. ასე დამკვიდრდა ეს სახელი.
ნანუკა:
- სერიალში გოგონები რომ იცინიან, ჩემი და ჩემი დის სიცილი მახსენდება; ზუსტად ისე ვიცინით, როგორც ისინი და უფროსები გვეჩხუბებიან, - მეზობლები რას იტყვიან, სირცხვილიაო.
- ნოდარ გურგენაშვილს იცნობ?
- არა, მაგრამ მისი გაცნობის სურვილი მაქვს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ერთი ბაბუს შვილიშვილები ვართ. მინდა, ერთ დღეს ჩაწერაზე მე, ნინი და მამაჩემი მივიდეთ. ის სტუდია ბაბუს მეორე ოჯახია.
- ნანუკა, ახლა რით ხარ დაკავებული?
- სამოდელო სფეროში ვარ, გადაღებები, ჩაწერები მაქვს და თან, ტელევიზიაში ვმუშაობ. კიდევ ბევრი ჩანაფიქრი და გეგმა მაქვს, მაგრამ ამ ყველაფერზე წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს.
- შენი გეგმა კარიერის საზღვარგარეთ აწყობას ხომ არ უკავშირდება?
- ამაზეც ვფიქრობ. საზღვარგარეთ 1-2 თვით წასვლა კარგი იქნება. დიდი ხნით ვერ წავალ, რადგან ტელევიზიასთან კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. მოდელობა ჩემი ჰობია, ისე კი მსახიობობა უფრო მომწონს. შარშან ამერიკის ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოსგან მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ მათ წინადადებაზე უარი ვთქვი - თანხმობის შემთხვევაში 3-წლიანი კონტრაქტისთვის უნდა მომეწერა ხელი, ამდენ ხანს კი ოჯახისგან შორს ვერ ვიცხოვრებდი.
- მსახიობობა მომწონსო, - მითხარი. რეჟისორები ფილმებში არ გიწვევენ?
- 2 ქართული ფილმიდან მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!: პირველ შემთხვევაში ამერიკაში ვიყავი და უარი ამის გამო ვთქვი, მეორე კი ახლახან იყო. დამირეკეს და მთხოვეს, - კასტინგზე მივსულიყავი. ვნახოთ, რა მოხდება.
- ბატონო სოსო, პოპულარობა არც აქამდე გაკლდათ; არაერთი როლი გაქვთ შესრულებული...
- მაგრამ ახლა უფრო მეტი ადამიანი მცნობს და ამიტომაცაა, რომ ქუჩაში გასვლის წინ ქუდს ჩამოვიფხატებ ხოლმე, მეუღლეს მაღაზიაში აღარ ვეგზავნები... რამდენიმე დღის წინ ლიფტში გავიჭედე. კოტე ბაბუა გაიჭედაო, - მეზობლები დამესივნენ და გამომიყვანეს. ჩვენთან ნათესავის ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მოდის ხოლმე და ჩემს ახალ სახელს აპროტესტებს: კოტე ბაბუას რატომ ეძახით, როცა სოსო ჰქვიაო?!
- მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი ხართ. როგორც ვიცი, ახალ სპექტაკლზე მუშაობთ.
- დიახ, გიზო ჟორდანია "რევიზორს" დგამს და ამ სპექტაკლში ვარ დაკავებული.
- თქვენი შვილი, რძალი, შვილიშვილი - ყველანი ძალიან პოპულარულები არიან. ასეთი ოჯახის თავკაცობა რთული არ არის?
- რთული - არა, მაგრამ სასიამოვნო კია. ახალგაზრდობაში რამდენიმე ფილმში მაყურებლის წინაშე იარაღასხმული გამოვჩნდი. იმ ფილმებს თურმე, ნათია არ უყურებდა და თვალს მაინც თუ მომკრავდა, ამბობდა, - ამ კაცის მეშინიაო. გიორგის რომ გამოჰყვა, ის "საშიში კაცი" სახლში დავხვდი (იცინიან). ახლა ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. სხვათა შორის, "მამას" მეძახის. ნათია სამსახურის გამო ძალიან დაკავებულია.
ნანუკა:
- თბილისში იშვიათადაა: ხან ბათუმშია, ხან - სვანეთში, ფოთში, ქუთაისში... სახლიდან დილით რომ გავა, შუადღეს პრაღიდან გვირეკავს. მისთვის შაბათი და კვირა არ არსებობს, დასვენება არა აქვს. სახლში რომ არის, მაშინაც ტელეფონით სულ სამსახურის საქმეზე ლაპარაკობს.
- მამა ამას არ აპროტესტებს?
- მამას წუწუნიც კი არ ახასიათებს. "აზიატი" არ არის.
- ნანუკა, კარიერაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ შენს პირად ცხოვრებაზე არაფერი გვითქვამს.
- ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ისე, სათქმელიც არაფერია, მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.
ბატონი სოსო:
- ამას ბაბუსთან ერთად ხომ არ გეტყვის?
- ამ თემაზე ერთმანეთთან არ ლაპარაკობთ?
ნანუკა:
- ჩემ შესახებ ძირითადად, ინტერვიუებიდან იგებენ. უნდა ნახო, თაყვანისმცემლებს როგორ იღებენ, ყველას სახლში ეპატიჟებიან.
ბატონი სოსო:
- ნანუკა ბავშვობიდან ხატავს. მისი ნახატები შენახული მაქვს. მახსოვს, სახლში პატარა გამოფენას ვუწყობდი ხოლმე.
- როგორც ვიცი, თქვენ ხისგან პატარა მოდელებს ამზადებთ.
- ამ საქმით ვერთობი. მოდელებს უმეტესად, ხის ფესვებისგან ვაკეთებ. ზოგიერთს ისეთი ფორმა აქვს, ისედაც ადამიანს ჰგავს და ბევრი დამუშავება არც სჭირდება. ხესთან ერთად სიმინდის ფუჩეჩს ვიყენებ.
- ნანუკას გარდა, კიდევ 2 შვილიშვილი გყავთ...
- გიორგის უმცროსი ქალიშვილი ნინი ძალიან შრომისმოყვარე და ბეჯითი ბავშვია. გერმანულ სკოლაში სწავლობს, წელს ამთავრებს. უკვე 4 უცხო ენა იცის. მშობლები ეჩხუბებიან, - ამდენს ნუ მეცადინეობო. სხვათა შორის, ცაციაა. ოლიმპიადებზე ხშირად გადის, იმარჯვებს და ამას ოჯახის წევრები ყველაზე ბოლოს ვიგებთ. გერმანიაში ისე მიდიოდა, არც ვიცოდით. ჩემი მეუღლე დაიბარეს სკოლაში და უთხრეს, - გერმანიაში რამდენიმე საუკეთესო ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! უნდა გავუშვათ; ახლა კონკურსს ჩავატარებთ: I ადგილზე გასულს უფასოდ წავიყვანთ, II და III ადგილებზე გასულებს კი 2.000 ევრო დასჭირდებათ და რას იტყვითო?.. ნინი პირველ ადგილზე გავიდა. პროფესია ჯერ არჩეული არა აქვს, მაგრამ ტურიზმისა ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე ჩაბარებას ფიქრობს. კიდევ ერთი შვილიშვილი მყავს - ჩემი ქალიშვილის ვაჟი, გიორგი იველაშვილი. კაცური კაცია! ის და ნინი ერთად სწავლობენ. ნანუკასი არ იყოს, გიორგიც ნამეტანი "გრძელი" გაიზარდა.
- როგორი განცდა გქონდათ, როცა ბაბუა გახდით?
- საოცარი განცდაა. ჩემი პირველი შვილიშვილი ნანუკაა. მასთან ბევრ დროს ვატარებდი, ხშირად ვასეირნებდი. ერთი ამბავი გამახსენდა და გიამბობთ: მე და ნანუკა მეტროთი ვმგზავრობდით. უცნაური ჩვევა ჰქონდა, - ვაგონში ჯდომა კი არ უნდოდა, ხელის მოსაკიდებელს ებღაუჭებოდა ხოლმე. ერთ დღესაც "ჩამოვკიდე" და თან, ხელს არ ვუშვებ, არ ჩამოვარდეს-მეთქი. ქალბატონმა შენიშვნა მოგვცა, - ეს რა წესიაო? ნანუკა "ჩამოვხსენი" და ორივენი ჩამოვჯექით. შევამჩნიე, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! იმ ქალს დაჟინებით უყურებს, თვალს არ აშორებს. უცბად მისკენ გაიშვირა თითი და ეუბნება: - ბოზო! ძალიან შემრცხვა, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. იქნებ ვერ გაიგოს-მეთქი და ნათქვამზე ყურადღება არ გავამახვილე. ისევ გაუმეორა: - ბოზო! - უი! შენ გენაცვალე, ბოზი არ ვარო, - უთხრა სიცილით. ბოდიში მოვუხადე და დავძინე: არ ვიცი, ეს სიტყვა საიდან ისწავლა-მეთქი. იმდენად პატარა იყო, ნორმალურად ლაპარაკიც კი არ იცოდა...
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)