კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას იწყებს

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას იწყებს

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკისგან გამოყოფა სურთ. კოსოვოს მთავრობის კოსოვოსა და მეტოხიის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, ოლივერ ივანოვიჩის განცხადებით, ამ რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.

ივანოვიჩის განცხადებით, კოსოვოელი სერბები ევროკავშირის მხრიდან ზეწოლით უკმაყოფილოები არიან, რომელიც ბელგრადსა და პრიშტინას მათ შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულების დაჩქარებას აიძულებს.

"მოულოდნელი არ იქნება, თუ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ჩრდილოეთის 4 მუნიციპალიტეტი პრაქტიკულად მზად არის ამისთვის", - აცხადებს ივანოვიჩი.

წელს, ზაფხულში ჩრდილოეთ კოსოვოში ალბანელებსა და სერბებს შორის შეტაკებები დაიწყო. ამის მიზეზი პრიშტინას მიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სრული კონტროლის დაწესების მცდელობაა. 

"ჩრდილოელ სერბებს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ისინი არც ბელგრადისგან აიღებენ ნებართვას, არც მის მხარდაჭერას დაელოდებიან", - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი და განმარტავს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ კოსოვოსა და მეტოხიაში ახალი შეტაკებები გარდაუვალი იქნება.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა