სერიალ "შუა ქალაქის" მსახიობები "რუსთავი 2"-ში გადავიდნენ?

 სერიალ "შუა ქალაქის" მსახიობები "რუსთავი 2"-ში გადავიდნენ?

გავრცელებული ინფორმაციით, დათხოვნილ მსახიობებს სერიალისა "შუა ქალაქში" ტელეკომპანია "რუსთავი 2" ეპატიჟება და თავის სერიალში დააკავებს.

სერიალი "კომედი გრუპის" ბაზაზე შეიქმნება და მას ალეკო მალხაზიშვილი უხელმძღვანელებს. "რუსთავი 2-თან" თანამშრომლობაზე უარი თქვეს ოთარ ტატიშვილმა, ნოდარ გურგენაშვილმა, ნიკა წულუკიძემ და ბაჩო ქაჯაიამ, ისინი რჩებიან სტუდია "ღამის შოუს" შემადგენლობაში. გვესაუბრება ალეკო მალხაზიშვილი:

- ალეკო, შევიტყვეთ, რომ "შუა ქალაქის" ძველი თაობის მსახიობების მონაწილეობით "კომედი გრუპი" ახალ სერიალს ამზადებს "რუსთავი 2-ისთვის", რომელსაც თქვენ უხელმძღვანელებთ...

- ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით...

- უარყოფთ ამ ინფორმაციას? ჩვენთვის ცნობილია, რომ უკვე კასტინგიც ჩაატარეთ ამ სერიალისთვის...

- ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, კასტინგი კი გვქონდა, მაგრამ რისთვის, ამას ვერ გეტყვით.

- ერთ-ერთ ინტერნეტგვერდზე მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ  მსახიობებს სერიალისა "შუა ქალაქში" მართლა დაუკავშირდა "რუსთავი 2" და თანამშრომლობა შესთავაზა, თქვენ რატომ ასაიდუმლოებთ ამ ამბავს?

- როდესაც დეტალები ზუსტად მეცოდინება, მე თვითონ შეგატყობინებთ, მეტს ვერაფერს გეტყვით.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება