New Line Cinema "მაკნატუნას" ახალ ვერსიას იღებს

New Line Cinema "მაკნატუნას" ახალ ვერსიას იღებს

სტუდია New Line Cinema "მაკნატუნას" ახალ ვერსიას იღებს. ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმის რიმეიქის გადასაღებად კომპანიამ რეჟისორი ადამ შენკმენი მოიწვია.

"მაკნატუნას" ახალი ეკრანიზაცია ძველ ისტორიას აღწერს, რომლის მთავარი გმირი 12 წლის გოგონა მარიაა. მას საახალწლოდ თხილის სატეხ სათამაშოს - მაკნატუნას აჩუქებენ, რომელიც გაცოცხლდება და ბოროტ ვირთხების მეფესთან ბრძოლას გამართავს.

ცნობილი ზღაპრის ახალი ვერსიის გადაღებას სტუდია Universal Pictures-იც აპირებს. 2010 წელს "მაკნატუნას" სამ განზომილებიანი მხატვრული ფილმიც გამოვიდა.

ადამ შენკმენის ბოლო ნამუშევარი Rock of Ages ეკრანებზე 2012 წლის 14 ივნისს გამოვა.

მომზადებულია kinoafisha.info-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება