ჰოლივუდის მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა ჟურნალ Cosmopolitan-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობ რაიან რეინოლდსთან განქორწინების შემდეგ, სკარლეტს დეპრესია სულაც არ ჰქონია. კინოვარსკვლავს მიაჩნია, რომ განქორწინება ორივესთვის საუკეთესო გამოსავალი იყო:
"მეც ჩვეულებრივი ინსტინქტების ადამიანი ვარ, ჩვენი ქორწინებაც ძალიან ბუნებრივი რამ იყო. თუმცა ჩვენ არაფერი გამოგვივიდა, ვფიქრობ, ორივესთვის ასე ჯობდა", - აღნიშნავს იოჰანსონი.
"მას თავისი ხუშტურები და სახიფათო გამოხდომები აქვს, რისი გადალახვაც, სამწუხაროდ, მე და რაიანმა ერთად ვერ შევძელით", - განაცხადა მსახიობმა.
იოჰანსონი და რეინოლდსი ერთმანეთს სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. მათ ქორწინებას რთულია ერთობლივი ცხოვრება უწოდო: "ჩვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ერთმანეთს პრაქტიკულად ვერ ვხედავდით. თითოეული ჩვენგანი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, რამაც საბოლოოდ განქორწინებამდე მიგვიყვანა", - აღნიშნა იოჰანსონმა.
მომზადებულია Cosmopolitan-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo