რომის პაპი ბენედიქტ XVI ღვედის გარეშე მგზავრობისთვის დაჯარიმებას გადაურჩა.
პაპის დაჯარიმებას უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფისთვის ფეისბურგში აპირებდნენ. სწორედ აქ დაარღვია კანონი სასულიერო პირმა, თუმცა ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ვიზიტების დროს პაპზე არ ვრცელდება ჩვეულებრივი საგზაო წესები.
საჩივარი რომის პაპის წინააღმდეგ დორტმუნდის მცხოვრებმა შეიტანა. მამაკაცი საჩივარში წერდა, რომ ბენედიქტ XVI სექტემბერში, ფესიბურგში ვიზიტისას, თავის ე.წ "პაპომობილით" ღვედის გარეშე გადაადგილდებოდა. ანონიმური მომჩივანის განცხადებით, ასეთი საქციელით პაპმა საფრთხის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ თავისი, არამედ იმ მორწუნეების სიცოცხლეც, ვინც პაპის დასახვედრად იყო შეკრებილი.
მომჩივანმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პროტესტი არ იყო კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის დასასჯელად გამიზნული. მას უბრალოდ, უსაფრთხოების ნორმებზე სურდა ყურადღების გამახვილება.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პაპს ჯარიმის სახით 25-30 ათასი ევროს გადახდა მოუწევდა. ვატიკანი ამ ამბავს არ გამოეხმაურა.
მომზადებულია The Local-ის მიხედვით.