საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა გიორგის ძე ალფენიძე ირიცხებოდა ნებაყოფლობით რეზერვში.
"ის საწვრთნელი გაწვევის დროს გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი სისხლძარღვოვანი ტრომბოემბოლია გახდა. ალფენიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისთანავე გადაყვანილი იყო სენაკის საავადმყოფოში, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნიკა ალფენიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.