ბოლივუდმა მთავარ როლზე ცნობილი პორნოვარსკვლავი მიიწვია

ბოლივუდმა მთავარ როლზე ცნობილი პორნოვარსკვლავი მიიწვია

ვინ იფიქრებდა, რომ "მოკრძალებული" ბოლივუდი, სადაც მსახიობების კოცნასაც კი გაურბოდნენ ერთ დროს, ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. ინდურ-კანადური წარმომავლობის ცნობილი პორნომსახიობი სანი ლეონე (ნამდვილი სახელი კარენ მალხოტრა) ბოლივუდში მიიწვიეს.

სავარაუდოდ, სანი ინდურ ფილმ "მკვლელობა-3"-ში მიიღებს მონაწილეობას და მასში მთავარი როლის შემსრულებელს, შრილანკელ მსახიობ ჟაკლინ ფერნანდესს შეცვლის.

თუ ეს მართლაც მოხდა, 30 წლის სანი ლეონე ერთ რიგში აღმოჩნდება ისეთ პორნოვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან საშა გრეი, ჯენა ჯეიმსონი, მიშელ-ანა სინკლერი, ტერა პატრიკი და ბევრი სხვა, რომლებიც თავიანთ კარიერას უკვე "მოზრდილთათვის ფილმების" გადასაღები მოედნების მიღმა იწყობენ და საკმაოდ წარმატებითაც.

ამბობენ, რომ ბოლივუდის რეჟისორის არჩევანი ძირითადად იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ლეონე გარეგნულად ფერნანდესს ჰგავს, თანაც, ახალი ფილმის გმირს გულახდილი სექსუალური სცენების თამაში მოუწევს. კაცმა რომ თქვას, ესეც ტრადიციად იქცა: ჰოლივუდში პორნომსახიობების გზა ყოველთვის საწოლზე გადიოდა.

სანი ლეონე კანადაშია დაბადებული, სადაც მისი მშობლები ინდოეთიდან გადავიდნენ. მამა ტიბეტელი ჰყავს, დედა - ინდოელი. ბევრი სხვასავით, სანი პორნობიზნესში სწავლის საფასურის გადასახდელი ფულის საშოვნელად მივიდა. მისი ღარიბი ოჯახი 1996 წელს გადავიდა კალიფორნიაში და სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონას არ ჰქონდა საშუალება, სამედიცინო კოლეჯში სწავლის ფული გადაეხადა. მოდელობაც სცადა, თუმცა სიმაღლის გამო - ის სულ 163 სანტიმეტრია, ეს არ გამოუვიდა. ასე იქცა პორნომსახიობად.

ბისექსუალ სანის რამდენიმე ჯილდოც აქვს თავის სფეროში და ერთ-ერთი აღიარებული პორნოვარსკვლავია. ახლა კი ბოლივუდშიც გაიცნობენ.

India Today

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება