2012 წლის ყველაზე სასურველი ფილმები გამოავლინეს. ელექტრონული ბილეთების ონ-ლაინ რეალიზაციის კომპანია Fandango-მ კლიენტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და სთხოვა 2012 წლის მათთვის ყველაზე სასურველი ფილმები დაესახელებინათ. საიტ deadline-ს ცნობით, კაცები და ქალები სხვადასხვა კინოსურათებს ანიჭებენ უპირატესობას.
მამაკაცებისთვის ყველაზე სასურველი ფილმი "ჰობიტის" პირველი ნაწილია, ხოლო მანდილოსნებს აინტერესებთ, როგორ დასრულდება "ბინდი".
პირველი ხუთეული ასე გამოიყურება
მამაკაცები:
1. "ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა"
2. "შურისმაძიებლები"
3. "ბნელი რაინდი 2: აღზევება"
4. "ბორნის მემკვიდრეობა"
5. "მამაკაცები შავებში 3"
ქალბატონები:
1. "ბინდი: განთიადი. ნაწილი 2"
2. "მშიერი თამაშები"
3. "ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა"
4. "ბნელი ჩრდილები"
5. "შურისმაძიებლები"
აღსანიშნავია, რომ რომ მანდილოსნები არ დაინტერესდნენ "ბნელი რაინდის" გაგრძელებით, ხოლო რიდლი სკოტის "პრომეთე" ყურადღებიდან გამორჩა ორივე სქესის წარმომადგენელს.
მომზადებულია deadline.com-ის მიხედვით.