მონტევიდეოში სამხრეთ ამერიკული ქვეყნების საერთო ბაზრის სამიტის მიმდინარეობისას არგენტინის საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, 33 წლის ივან ჰეინი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ 22 დეკემბერს სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პირველი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. სამიტში არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაის, ურუგვაის, ვენესუელისა და ეკვადორის პრეზიდენტები მონაწილეობენ.
ურუგვაის პოლიციის ინფორმაციით, ჰეინმა თავი ჩამოიხრჩო.
33 წლის ივან ჰეინი არგენტინის მთავრობაში "ვარსკვლავი ეკონომისტი" იყო. 10 დეკემბერს, არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ის საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
როდესაც მინისტრის მოადგილის სიკვდილის ამბავი არგენტინის პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდესს შეატყობინეს, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. არგენტინის დელეგაციის მეთაური სამიტში მონაწილოებას აღარ გააგრძელებს.
სამიტზე რეგიონული ინტეგრაციული ბლოკის გაფართოვების საკითხი განიხილებოდა, რომელშიც გაწევრიანებას ვენესუელა და ეკვადორი აპირებენ.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.