იემენში აქციის დარბევის შედეგად 8 მომიტინგე დაიღუპა

იემენში აქციის დარბევის შედეგად 8 მომიტინგე დაიღუპა

იემენში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა . BBC-ის ინფორმაციით, მიტინგის დარბევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 90-მდე დაშავდა.

სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტებს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. პრეზიდენტის სასახლესთან იემენის მცხოვრებლებმა აქცია გუშინ გამართეს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეხის გასამართლებას ითხოვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა