გაერომ ბიუჯეტი შეამცირა

გაერომ ბიუჯეტი შეამცირა

გაერომ ბიუჯეტი შეამცირა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ორგანიზაციის მომდევნო ორი წლის ბიუჯეტი გასული წლის ფინანსებზე 5 მილიარდი დოლარით ნაკლები იქნება .

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ბიუჯეტის შემცირებას "კოლექტიურ გადაწყვეტილებად" აფასებს და მას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით ხსნის. მისივე თქმით, ფინანსების შემცირების მიუხედავად, ორგანიზაცია გამონაკლისის გარეშე შეასრულებს ყველა ვალდებულებას.

"ნაკლები ფინანსური რესურსები გვაქვს, მაგრამ ბევრი უნდა გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად ეფექტურად განვახორციელოთ ის გლობალური ვალდებულებები, რაც გაგვაჩნია", - აღნიშნა პან გი მუნმა.

გაეროს ბიუჯეტი წევრი სახელმწიფოების შემოწირულობებისგან შედგება. ორგანიზაციამ ბოლო 50 წლის განმავლობაში ხაზინა მეორედ შეამცირა. მის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არსებული 40-მდე თანამდებობა გაუქმდება და მოგზაურობის ხარჯები შემცირდება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა