აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის შესახებ ახალი სკანდალური ბიოგრაფიული მონაცემები გამოქვეყნდა. ექს-პრეზიდენტის ცხოვრების შესახებ გამოცემული ახალი წიგნი "ნიქსონის საშინელი საიდუმლოებები" მკითხველს მის ლოთობაზე, მაფიასთან კავშირსა და ჰომოსექსუალურ ურთიერთობებზე მოუთხრობს.
წიგნის ავტორი, დონ ფულსი დარწმუნებულია, რომ ნიქსონი, რომელსაც პოსტის დატოვება უოლტერგეისტის სკანდალის შემხდეგ მოუხდა, ჰომოსექსუალურ კავშირებშიც დაადანაშაულეს.
ფულსი წერს, რომ აშშ-ის 37 წლის პრეზიდენტს ალკოჰოლთან იმდენად სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რომ ახლობლები მას "ჩვენი ლოთის" მეტსახელით მოიხსენიებდნენ. ნიქსონი ცოლსაც სცემდა. ქალზე ის პრეზიდენტობამდეც ძალადობდა და გაპრეზიდენტების შემდეგაც. ინაუგურაციის დროს კი მაფიასთან უკვე 20-წლიანი უერთიერთობა აკავშირებდა.
"ჰომოფობი ნიქსონი თავად იყო გეი და თავის საუკეთესო მეგობართან, ჩარლზ რებეზოსთან რომანი ჰქონდა. რებეზო ფლირიდელი ბიზნესმენი იყო. მას მაფიოზურ წრეებთან ქონდა ურთიერთობა და ნიქსონზე უარესი თაღლითი იყო. გარეგნულად რებეზო საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცი გახლდათ, თუმცა ქალებთან უიღბლო და წარუმატებელი კავშირებით იყო ცნობილი. ნიქსონს ის სენატორმა ჯორჯ სმედერსმა გააცნო", - აცხადებს ფულსი.
1964 წელს რებეზომ ფლორიდაში ბანკი გახსნა. ნიქსონი მისი პირველი მსხვილი კლიენტი იყო, რომელიც ადვოკატად მუშაობდა. მაფიოზ ვინსენტ ტერეზას თქმით კი, ბანკს განგსტერების ფულის "გასათეთრებლად" იყენებდნენ.
"შეუძლებელია პრეზიდენტ ნიქსონს, რომელიც ვითომ ორგანიზებულ დანაშაულს ებრძოდა, მეგობრის უკანონო საქმიანობის შესახებ არაფერი სცოდნოდა", - წერს ფულსი.
წიგნში მოთხრობილია, რომ რებეზოსა და ნიქსონის ურთიერთობა მოგვიანებით უფრო "მჭიდრო" გახდა. "რებეზო პრეზიდენტს შესაფერისი სამოსის არჩევაში ეხმარებოდა, თეთრ სახლში საკუთარი კაბინეტი და საძინებელი ჰქონდა, მეგობრები შვებულებებსაც ერთად ატარებდნენ", - წერს ფულსი, თუმცა ექს-პრეზიდენტის არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის შესახებ უფრო აშკარა მტკიცებულებები მან ვერ მოიპოვა. ცნობილია, რომ ნიქსონი ჰომოფობი იყო და ჰომოსექსუალებს ის ავადმყოფებად მიიჩნევდა.
რიჩარტდ ნიქსონი აშშ-ს 1969-74 წლებში მართავდა და ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გადადგა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo