აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ იმ ფილმების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც წელს ნაციონალურ კინორეესტრში შეიყვანენ.
ფილმები 2200 კინოფირიდან ამოარჩიეს. კინორეესტრში შეიყვანენ დისნეის მულტფილმ "ბემბის" (1942), ასევე რობერტ როდრიგესის "მუსიკოსს"(1992), რობერტ ზემეკისის "ფორესტ გამპს" (1994) ჯონ ფორდის "რკინის ცხენს" (1924), ჩარლი ჩაპლინის "ბავშვს" (1921) და ჯონათან დემის "კრავთა დუმილს" (1991).
რეესტრში შეიტანეს სტუდია Pixar-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ედ კატმულის სადიპლომო ნამუშევარიც. კატმულის ”Computer Animated Hand”, რომელიც 1972 წელს შეიქმნა, კომპიუტერული 3D ანიმაციის ერთ-ერთი პირველი მაგალითია.
ნაციონალურ კინორეესტრში ამერიკული კულტურისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ფილმები შეაქვთ. რეესტრი 1988 წელს შეიქმნა. არქივში სულ 575 კინოფირია.
მომზადებულია loc.gov-ის მიხედვით.