წინასაახალწლო ტურისტულმა ბუმმა და უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობამ კოლიზეუმს პრობლემა შეუქმნა.
რამდენიმე დღის წინ ამფითეატრის კედლის ნაწილი პირდაპირ ტურისტების თვალწინ ჩამოინგრა. ცოტა ხნის შემდეგ ინციდენტი განმეორდა. მართალია ამ შემთხვევას არავინ დაუშავებია, მაგრამ ნგრევის ფაქტმა კოლიზეუმის მომავალზე ბევრი დააფიქრა.
2012 წელს კოლიზეუმის მასშსტაბური რეკონსტურქცია დაიგეგმა. პროექტს ბიზნესმენი დიეგო დელა ვალე აფინანსებს. ჯერ უცნობია, როგორ წარიმართება სარემონტო სამუშაოები.
ამ დროისთვის კოლიზეუმის კედლებში 3000-მდე ბზარია გაჩენილი. ხოლო ამფითეატრის ფრაგმენტები უფრო ხშირად იშლება.
რომის მთავრობა აცხადებს, რომ კოლიზეუმის ტურისტებისთვის დახურვას არ აპირებს, თუმცა არ უარყოფს, რომ ვიბრაციამ, მანქანების მოძრაობამ და სხვა ფაქტორებმა, შესამჩნევად დააჩქარეს კულტურული ძეგლის ნგრევის პროცესი.
მომზადებულია buro247.ru-ს მიხედვით.