ჯენიფერ ლოპესი 24 წლის მოცეკვავეზე თხოვდება

ჯენიფერ ლოპესი 24 წლის მოცეკვავეზე თხოვდება

ლათინოამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი, რომელიც ახლახან დაშორდა მეუღლესა და კოლეგა მარკ ენტონის, კვლავ ქორწინდება. მისი მომავალი მეუღლე 24 წლის მოცეკვავე კასპერ სმარტია, რომელთანაც მომღერალმა მეუღლესთან დაშორებისთანავე რომანი გააბა.

ჯენიფერს მარკთან განქორწინების პროცესი ჯერ არ დაუსრულებია, მაგრამ ახალგაზრდა საყვარელთან მომავალი ქორწილის დეტალებს უკვე განიხილავს.

ჯენიფერი კასპერს დაპირდა, რომ მარკთან განქორწინების პროცესის დასრულების შემდეგ მასზე იქორწინებს. ჯენიფერს დედა და და მომღერალს ქმართან დაბრუნებას ურჩევენ, თუნდაც შვილების - მაქსისა და ემას გამო.

"ჯენიფერი ამბობს, რომ კასპერი პირველი მამაკაცია, ვინც მისი დაკმაყოფილება შეძლო. გარდა ამისა, მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მაქსთან და ემასთან. რაც მეტი ადამიანი ერევა სმარტისა და ჯეილოს ურთიერთობაში, მით უფრო უმძაფრდება ჯენიფერს კასპერზე გათხოვების სურვილი", - აცხადებს ლოპესის ახლო მეგობარი.

თუმცა ჯენიფერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქორწინების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მომზადებულია kino.ukr.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება