ვანესა პარადი სილვიო ბერლუსკონის ვილას ყიდულობს

ვანესა პარადი სილვიო ბერლუსკონის ვილას ყიდულობს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ვილა "ლამპარა" ახალ მყიდველს ელის. მისი შეძენის სურვილი უკვე გამოთქვეს უცნობმა რუსმა ბიზნესმენმა და ფრანგმა მსახიობმა, ვანესა პარადიმ.

სახლის გაყიდვის პროცესით ექს-პრემიერის ძმის ცოლია დაკავებული, რომელსაც არ სურს, რომ ვილას რუსები დაეპატრონონ.

"არა მგონია ეს მათთვის შესაფერისი შენაძენი იყოს. უმჯობესია სახლი მან შეიძინოს, ვინც მისი ფასი კარგად იცის. მე იტალიელ მყიდველს ვამჯობინებდი", - აცხადებს ბერლუსკონის რძალი. ჯერჯერობით იტალიელები 20 მლნ ევროდ შეფასებული სახლის ყიდვის სურვილს არ გამოთქვამენ, სამაგიეროდ ვანესა პარადი ჯონი დეპთან განშორების შემდეგ ახალ საცხოვრებელს აქტიურად დაეძებს.

კრუაზეტის სანაპიროსთან მდებარე სახლს ირგვლივ 2 000 კვ.მ. ფართობის ბაღიც აკრავს. ბერლუსკონების ოჯახი ბოლო დროს არდადეგების გატარებას მშობლიურ სარდინიაში არჩევს, ამიტომაც გადაწყვიტეს "ლამპარას" გაყიდვა.

მომზადებულია Corriere della Sera-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება