იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო 7 იანვარს გლდანის პარკში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ნოდარ სანდუხაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, იტალიელი მომღერალი საქართველოში ორ კერძო კომპანიას ჩამოჰყავს, თბილისის მერია კი ტექნიკური მხარეებს უზრუნველყოფს.
გამგებლის ინფორმაციით, კონცერტი უფასოა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება.
ტოტო კუტუნიო საქართველოში 2007 წლის ივლისშიც იმყოფებოდა.