ავღანეთში ნატო-ს ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადც 6 ჯარისკაცი დაიღუპა. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენელმა განაცხადა.
ნატო-ს ვერტმფრენი ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა.
"კატასტროფის მიზეზები მოწმდება, ჯერ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ვერტმფრენზე განხორციელებული შეტევის შესახებ", - განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.
"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ავარია ნატო-სთვის ყველაზე მასშტაბურია გასული წლის აგვისტოს შემდეგ. მაშინ ნატო-ს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.