მიკ ჯაგერმა დევიდ კემერონის მიწვევაზე უარი თქვა

მიკ ჯაგერმა დევიდ კემერონის მიწვევაზე უარი თქვა

ჯგუფ The Rolling Stones-ის სოლისტმა, მიკ ჯაგერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის მიწვევაზე უარი თქვა. შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნასთან დაკავშირებით, კემერონი წვეულებას გამართავს.

მუსიკოსს არ სურს, რომ მისი სახელი პრესაში კონსერვატიული პარტიის წევრ პოლიტიკოსთან ერთად მოიხსენიონ.

"ბოლო დროსპრესაში ჩემი სახელის მოხსენიება დაიწყეს. მრავალი კომენტარი გაკეთდა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით. ამ შეფასებებს სწორს ნამდვილად ვერ დავარქმევ. ამიტომ გადავწყვიტე, კემერონის წინადადებაზე უარი ვთქვა", - აღნიშნა ჯაგერმა.

დავოსში ფორუმი 25-დან 29 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება