რეპერ ჯეი-ზის ბიზნეს-პარტნიორი, ბრიტანელი მეწარმე კრის ნათანიელი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. ბიზნესმენს ლონდონში 18 წლის მოზარდის მკვლელობაში ადანაშაულებენ.
18 წლის დენი ოშს 2011 წლის 2 დეკემბერს ლონდონის ერთ-ერთ რაიონში ცივი იარაღით თავს დაესხნენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით სულ 11 ეჭვმიტანილი არსებობს. სასამართლო პროცესი 2012 წლის მარტისთვის არის დანიშნული.
ნათანიელი ჯეი-ზის გარდა, ფეხბურთელ ეშლი კოულთანაც თანამშრომლობდა. სწორედ ნათანიელმა დააკავშირა ერთმანეთთან რეპერი და ფეხბურთელი - ჯეი-ზიმ ბრიტანელ სპორტსმენს ლონდონში საკუთარი გასართობი ცენტრის, "40/40"-ის ფილიალის გახსნის ნებართვა მისცა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo