სკანდალებით ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი ლინდსი ლოჰანი შესაძლოა, კვლავ სასამართლოს წინაშე წარსდგეს. მას ძიძამ ნუბია დელ კარმენ პრესამ უჩივლა, რომელიც ირწმუნება, რომ ლოჰანმა ის 2011 წლის სექტემბერში სპორტული მანქანით, Maserati-თ გაიტანა.
ავარია მაშინ მოხდა, როცა ქალი გზაზე გადადიოდა, მას ხელში კალათა ეჭირა, რომელშიც ჩვილი იწვა. ქალი ძიძად მუშობდა. მანქანის დარტყმის შემდეგ ნუბია პრესას კალათა ხელიდან გაუვარდა. ბავშვი არ დაშავებულა, ხოლო თავად ნუბიამ ტრამვა მიიღო. ქალი მატერიალური და მორალური კომპენსაციის ანაზღაურებას მოითხოვს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ პრესა სერიოზულად დაშავდა და გარკვეული პერიოდი მუშაობა არ შეეძლო. ქალი მკურნალობის თანხების და იმ ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვს, როცა ის ქმედუუნარო იყო და ვერ მუშაობდა.
კომპანია, როლისგანაც ლინდსი ლოჰანმა Maserati იქირავა, ადასტურებს, რომ ეს ავტომობილი მსახიობმა ნამდვილად წაიყვანა. მაგრამ კომპანიისთვის საჩივრით არავის მიუმართავს.
ბოლო დროს 25 წლის ლოჰანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არა სამსახიობო დამსახურებებით, არამედ სხვადასახვა ინციედენტების გამო ხვდება.
2012 წლის 25 მარტამდე ლინდსი იძულებულია ნარკოდამოკიდებულთათვის განკუთვნილი თერაპიის კურსი გაიაროს. ასევე იგი ვალდებულია პროზექტურა დაალაგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში 270 დღით ჩასვამენ.
გასული წლის თებერვალში ლინდსი ლოჰანს 2,5 ათას დოლარიანი სამკაულის ქურდობისთვის ბრალდება წაუყენეს. სასამართლო სხდომაზე ლოჰანმა თავი დამნაშავედ არ სცნო. იგი 20 000 დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
2010 წლის ზაფხულში მსახიობი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობლის მართვის გამო ორკვირიან სასჯელს იხდიდა. 2007 წელს მას სიმთვრალეში მანქანის მართვის გამო სამი წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
მომზადებულია Radar Online-ის მიხედვით.