ბრიტნი სპირსმა ქორწილის თარიღი წმინდა ვალენტინის დღეს დანიშნა

ბრიტნი სპირსმა ქორწილის თარიღი წმინდა ვალენტინის დღეს დანიშნა

პოპ-პრინცესა ბრტინი სპირსმა მესამე ქორწილის თარიღი დანიშნა. მომღერალი და მისი საქმრო ჯეისონ ტრავიკი წმინდა ვალენტინის დღეს დაქორწინდებიან.

მომღერალი და მისი ყოფილი აგენტი ზაფხულში აპირებდნენ შეუღლებას, მაგრამ მოულოდნელად ღონისძიება დააჩქარეს.

წყვილი გრანდიოზული წვეულების გამართვას არ აპირებს. მოკრძალებული ცერემონია ჰავაიზე, ტროპიკულ კუნძულ მაუიზე გაიმართება. მიწვეულ სტუმრებს შორის მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები და ოჯახის წევრები არიან. ახლა მომღერალი საქორწინო კაბას არჩევს.

შეგახსენებთ, 30 წლის ბრიტნი სპირსი და 40 წლის ტრავიკი გასული წლის 16 დეკემბერს დაინიშნენ. წყვილი ერთმანეთს 2009 წლიდან ხვდება. 

მომზადებულია US Magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება